logo
ENG



პუტინმა "დივერსიული საქმიანობისთვის" სასჯელის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

29 დეკ 202221:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/29/2vhuhzwmxv7cy5a.jpg

პუტინმა "დივერსიული საქმიანობისთვის" დასჯის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. კანონი ითვალისწინებს გრძელვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, საბოტაჟში მონაწილეობისთვის, მომზადებისთვის და დახმარებისთვის.

კერძოდ, საბოტაჟში ჩარევა, ისევე როგორც მათი დაფინანსება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე ვადით, 300 000-დან 700 000 რუბლამდე ჯარიმით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

კანონი ასევე ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას "დივერსიული საზოგადოების" შექმნისა და მისი ხელმძღვანელობისთვის.

დივერსიის ჩადენაში თანამონაწილეობისთვის გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთით 10-დან 20 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს "ფულის გათეთრების საწინააღმდეგო" საქმიანობის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ანგარიშები დაიბლოკება, თუ სასამართლო მათ "დივერსიულ საქმიანობაში" ან მის დაფინანსებაში ამხილებს.


close დახურვა